მოსკოვის „ლოკომოტივის“ ქართველი მცველის სოლომონ კვირკველიას ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. Championat-ის ინფორმაციით, ჩვენებურის დაზიანება საგანგაშო არაა და საქართველოს ნაკრებს მოახლოებულ მატჩებში დაეხმარება.
კვირკველიამ რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში „უფასთან“ დაპირისპირების მე-15 წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვლა მოითხოვა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 7 და 10 ივნისს, ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე გიბრალტარისა და დანიის ნაკრებებს გაეჯიბრება.