ჩოგბურთი

17:10 | 27.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დალაქიშვილი და მაქაცარია საბერძნეთში ითამაშებენ

ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელები – 17 წლის მარიამ დალაქიშვილი და 18 წლის ანა მაქაცარია საბერძნეთის ქალაქ ჰერაკლიონში იმყოფებიან და ხვალ, საერთაშორისო ტურნირში ჩაებმებიან, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია.

შეჯიბრში იუნიორთა ქვოტით დაშვებული მაქაცარია ძირითადი ბადის პირველ წრეში “უაილდ ქარდის” მქონე ბერძენ ანა არკადიანუს გაეჯიბრება, დალაქიშვილის მეტოქე კი კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული იქნება.
წყვილთა ტურნირში მხოლოდ მარიამი ითამაშებს. ის და სლოვაკი რადკა ზელნიჩკოვა ტაივანელ პეი ჰსუან ჩენსა და რუს სოფია შარონოვას დაუპირისპირდებიან.

0.116368