„გოლდენ სტეიტის“ ერთ-ერთი ლიდერი კევინ დურანტი სუპერფინალის პირველ შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა დურანტმა მთელი სერია გამოტოვოს.
დურანტმა წვივის ტრავმა „ჰიუსტონთან“ მეხუთე შეხვედრაში მიიღო.
სუპერფინალური სერიის პირველი შეხვედრა კანადაში გაიმართება, სადაც „ტორონტო“ „გოლდენ სტეიტს“ დაუპირისპირდება. მატჩი 31 მაისს თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.