ფეხბურთი

21:13 | 26.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

15-წლამდელებმა თურქეთი დაამარცხეს

საქართველოს 15-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა თურქეთთან პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

ზურაბ ხიზანიშვილის შეგირდებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს მოწინააღმდეგეს და ამის გარდა, კიდევ რამდენიმე რეალური შანსი გაანიავეს. გოლებით თავი ლუკა წულუკიძემ და გიორგი ხაბულიანმა გამოიჩინეს.

ჯოჯუა, გოგებაშვილი, ხიმშიაშვილი, გაფრინდაშვილი, თოდუა, გეგიაძე, პირტახია, შიოლაშვილი, ლაცაბიძე, წულუკიძე, ხაბულიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: ბაგრატიონი, ოჩიგავა, სიორდია, ლაბაძე, დავრაშელიძე, მესხი, ჯაჭვლიანი, დასენი, ჩოფიკაშვილი, ჯანაშია.

მეორე ამხანაგურ მატჩს გუნდები 28 მაისს ჩაატარებენ.

www.gff.ge

0.119293