ფეხბურთი

11:15 | 26.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" ესპანეთის თასის მფლობელია

ესპანეთის თასის ფინალში "ვალენსიამ" "ბარსელონა" 2:1 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში ტიტული მერვედ მოიპოვა. გადამწყვეტ დაპირისპირებაში "ღამურებმა" ორი გოლი პირველივე ტაიმში გაიტანეს და "ბლაუგრანამ" თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხა. "ბარსელონასგან" ერთადერთი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა.

"ბარსელონამ" ესპანეთის თასის ფინალში ბოლოს პირველ ტაიმში ორი გოლი 1952 წელს გაუშვა და მაშინაც მისი მეტოქე "ვალენსია" იყო. ასევე, "ღამურებმა" ერთი ტრადიცია დაარღვიეს, მესიმ აღნიშნულ გუნდთან თასზე მეშვიდე მატჩი ჩაატარა და პირველად წააგო. ასევე, არგენტინელს ექვს სხვადასხვა ფინალში შვიდი გოლი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია. "ვალენსია" კი მეორე გუნდი გახდა ესპანეთში "ესპანიოლის" შემდეგ, რომელმაც 100 წლის იუბილეზე ესპანეთის თასი მოიგო.

0.257345