იტალიელი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა "მილანში" დაბრუნდეს. როგორც Tuttomercatoweb-ი იუწყება, "როსონერის" გენერალური დირექტორი ივან გაზიდისი უკვე დაუკავშირდა ალეგრის კლუბის დაინტერესებასთან დაკავშირებით, თუმცა მასიმილიანოს პოზიცია უცნობია.
ალეგრი "მილანს" 2010-14 წლებში წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით "როსონერიმ" 2010/11 წლების სეზონში მოიგო სერია A. მას შემდეგ იტალიურ კლუბს წარმატებისთვის არ მიუღწევია. ალეგრი კი ბოლო ხუთი წელიწადი "იუვენტუსში" მუშაობდა, იტალიის ჩემპიონი ხუთჯერ გახდა, ხოლო გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გაიყვანა.