ჩოგბურთი

20:17 | 24.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ფინალს მიღმა დარჩა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 586 140 ევრო) ნახევარფინალური მატჩი წააგო - 6:2, 6:7 (3:7), 4:6.

27 წლის ბასილაშვილი 18 წლის კანადელ ფელიქს ოჟიე-ალიასიმთან მატჩში წარმატებასთან ახლოს იყო, თუმცა, გადამწყვეტ მომენტებში ახალგაზრდა მეტოქე ფსიქოლოგიურად უკეთ აღმოჩნდა მომზადებული და ფინალის საგზურიც გაინაღდა.
ნიკამ მეტოქის პირველივე მოწოდება მოიგო და მალევე მე-2 ბრეიკიც მიითვალა, შედეგად, საწყის სეტში საქმე ბოლომდე დამაჯერებლად მიიყვანა. მე-2 სეტში 4:4-ზე ქართველმა ჩოგბურთელმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, ტაი-ბრეიკზე წააგო.
ბასილაშვილი მე-3 სეტის მოგებასთანაც ახლოს იყო, თუმცა, 4 ბრეიკ-პოინტიდან ვერცერთი გარდასახა, თავად კი თამაშში მოწოდება პირველად წააგო და საბოლოო ჯამში, მეტად დასანანი მარცხი განიცადა.
ნიკოლოზის მომდევნო გაჩერება საფრანგეთის ღია პირველობა იქნება, სადაც ის მე-15 განთესვით ჩაებმება. ვთქვათ ისიც, რომ ლიონის ტურნირის შედეგებით, ქართველ სპორტსმენს 1970 ქულა მოუგროვდა და ის, ATP-ს ლაივ-რეიტინგში მისთვის სარეკორდო მე-16 ადგილზე იმყოფება.

0.115959