ფეხბურთი

18:40 | 24.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

რობენი: "რეალიდან" "ბაიერნში" გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო"

ლეგენდარული არიენ რობენი მიიჩნევს, რომ მის კარიერაში საუკეთესო გადაწყვეტილება „რეალიდან“ „ბაიერნში“ გადასვლა იყო. ჰოლანდიელის განცხადებით, ეს ადვილად გადასადგმელი ნაბიჯი არ ყოფილა, მაგრამ სხვა არჩევანი არ ჰქონდა.

„კლუბში ფლორენტინო პერესი დაბრუნდა, შემდეგ რონალდუ, კაკა, ბენზემა და ჩაბი ალონსო იყიდა. ბევრი ფული დახარჯა და ფული სჭირდებოდა ფეხბურთელების გაყიდვით. „რეალის“ პრეზიდენტის შეცვლა ჩემთვის რთული იყო, კარგად ვთამაშობდი, მაგრამ როდესაც პოლიტიკა ერთვება საქმეში, ფეხბურთელისთვის შემადგენლობაში მოხვედრა რთულია. ამიტომაც, გუნდის შეცვლაზე დავფიქრდი.

ეს გადაწყვეტილება ადვილი არ ყოფილა, იმ პერიოდში „ბაიერნი“ არც ისე წარმატებული გუნდი იყო ევროპაში. ჩემი მიზანი კი ყოველთვის გახლდათ ჩემპიონთა ლიგის მოგება, მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ძლიერი ვიყავი. „ბაიერნში“ გადასვლა ჩემი კარიერის საუკეთესო გადაწყვეტილებაა“, - თქვა რობენმა.

შეგახსენებთ, რომ არიენ რობენი „რეალში“ 2007-2009 წლებში თამაშობდა და 65 მატჩში 13 გოლი გაიტანა. „ბაიერნში“ კი 10 წლის განმავლობაში 308-ჯერ ითამაშა, 144 გოლი გაიტანა და 101 საგოლე პასი მიითვალა.

ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას ვეტერანი ჰოლანდიელი. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს და „ლესტერ სიტის“ რიგებში ჩაირიცხოს.

0.123707