საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, მომავალში შესაძლოა ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძელი ქალაქები გამოვლინდეს ასპარეზობათა დაწყებამდე არა 7 წლით ადრე, არამედ უფრო ადრე ან უფრო გვიან.
კერძოდ, ლოზანაში, IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე განაცხადის წარდგენის პროცესში ცვლილებების შეტანის წინადადება განიხილეს, რაც ითვალისწინებს შემდეგს:
- ოლიმპიური თამაშების და ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ორგანიზებისთვის ქალაქებში, ქვეყნებში, რეგიონებში და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებში ინტერესის გასაზრდელად მუდმივი დიალოგის ქონა;
- შემფასებელი კომისიების ნაცვლად შეიქმნას IOC-თან ანგარიშვალდებული ორი კომისია (ზაფხულის და ზამთრის თამაშების), რომლებმაც თვალყური უნდა მიადევნონ თამაშების ჩატარების პოტენციურ კანდიდატებს;
- უნდა ჩავთვალოთ, რომ ოლიმპიური თამაშების „მასპინძელი", როგორც ასეთი, შეიძლება გულისხმობდე არა მხოლოდ ერთ, არამედ რამდენიმე ქალაქს, რეგიონს და ქვეყნებსაც;
- ქალაქის განსაზღვრის დრო, რომელმაც უნდა მიიღოს ოლიმპიური თამაშები, გარემოების გათვალისწინებით, შესაძლოა ცვალებადი და უფრო მოქნილი იყოს.
www.geonoc.org.ge