ნბა-ს 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო დაცვითი ხუთული ასე გამოიყურება:
მარკუს სმარი, პოლ ჯორჯი, ერიკ ბლედსოუ, იანის ადეტოკუმპო და რუდი გობერი.
რუდი გობერი საუკეთესო დაცვით ხუთეულში კარიერაში მესამედ მოხვდა, რაც საუცხოო შედეგია, გობერი სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2.1 ბლოკ-შოტს აგროვებდა.
ერიკ ბლედსოუ და მარკუს სმარი წლის საუკეთესო ხუთ დამცველს შორის პირველად მოხვდნენ. ბლედსოუ საშუალოდ 1.5 ჩაჭრას და 0.5 ბლოკ-შოტს აგროვებდა. ხოლო სმარტი - 18. ჩაჭრას და 0.4 დაფარებას. ასევე ასეთ ხუთეულში პირველად მოხვდა იანის ადეტოკუმპო, რომელიც გასაოცარ სეზონს ატარებს და MVP-ობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
მეორე ხუთეული: კლეი ტომპსონი, ჯრუ ჰოლიდეი, კავაი ლეონარდი, დრეიმონ გრინი და ჯოელ ემბიდი.