თამაშგარე

10:51 | 24.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეინ რუნის საყვარელი “ამოუქექეს“

როგორც იქნა ნათელი მოეფინა ინგლისელი მობურთალის უეინ რუნისა და მისი ცოლის, კოლინ ქრივის ბოლოდროინდელი უთანხმოებისა და გაწევ-გამოწევის ამბებს. ალბიონის ბულვარული პრესის კორიფეებმა ბევრი ჩიჩხინის შემდეგ მაინც გამოჩხრიკეს ქალი, რომელთანაც უეინს მცირეხნიანი რომანი ქონია.

როგორც “ყვითელი მოკალმეები“ გვამცნობენ, უეინის გულისწორი, ინგლისში ერთობ ცნობილი ქალბატონი, ბრიტანელი მოდელი და ერთ ჟამს “მის ინგლისად“ აღიარებული სალი კეიტლი ყოფილა. სალი ტელეწამყვანიც ყოფილა და განსაკუთრებული პოპულარობა სწორედ ჟურნალისტის ხელობის მორგებით მოუხვეჭავს.

უეინ რუნის ცოლი კოლინ ქრივი ისეთი გადარეული და კაპარჩხანა ვინმეა, ალბათ ვერ მოითმენს და საჯაროდაც მიაყრის ქოქოლას სალი კეიტლის. მაგრამ საქმე ისაა, რომ სალის ახლა უკვე სხვა გულისსწორი ყავს და დიდად გულთან ნამდვილად არ მიიტანს რუნების ოჯახში ატეხილ წიოკსა და ოცობოდიას.

0.137021