ფეხბურთი

9:04 | 24.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალის“ ქომაგებმა ევროპა ლიგის ფინალის ბაქოდან ლონდონში გადატანა მოითხოვეს

„არსენალის“ გულშემატკივრები აგრძელებენ უკმაყოფილების გამოხატვას ევროპა ლიგის ფინალის ბაქოში ჩატარების გამო - გვამცნობს talkSPORT. მანამდე ისინი სიშორის (5 ათასი კილომეტრი) და ბილეთების სიმცირის გამო შფოთავდნენ, ახლა კი ყველაფერ ამას „მეთოფეთა“ ნახევარმცველის, ჰენრიკ მხითარიანის პრობლემაც დაემატა, რომელიც სომხეთ-აზებაიჯანის კონფლიქტის გამო ვერ ჩადის ბაქოში.

ამ სიტუაციამ „არსენალის“ ქომაგთა ჯგუფს გადააწყვეტინა დაეწერათ პეტიცია ფინალური მატჩის ბაქოდან ლონდონში გადატანის შესახებ.

„უამრავი ლოჯისტიკური პრობლემის კვალად, რომლის გამოც „არსენალისა“ და „ჩელსის“ ბევრი გულშემატკივარი ფინალურ მატჩს ვერ დაესწრება, ჰენრიკ მხითარიანის პრობლემაც დაემატა. ის სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო ვერ მიდის ბაქოში, რადგან გამორიცხული არ არის პროვოკაციები მოუწყონ.

უეფას ასეთი გადაწყვეტილება მოწმობს, რომ ევროპული ფეხბურთის მთავარი ორგანოსთვის შემოსავლები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სუფთა თამაში და ფეხბურთელების უსაფრთხოება. ეს პეტიცია უეფას მოუწოდებს აღიაროს თავისი გადაწყვეტილების უნიათობა და ფინალი ბაქოდან ლონდონში გადაიტანოს.“ - წერია პეტიციაში.

0.109327