დღეს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ხმლით ფარიკაობაში გრან პრი "მოსკოვის ხმალი" იწყება.
შეჯიბრების პირველ დღეს 161 მოფარიკავე 48 საუკეთესოს გამოავლენს, რომლებიც შაბათს FIE-ს რეიტინგის 16 საუკეთესო მოფარიკავეს შეურთდება და ჩემპიონის ტიტულისათვის გააგრძელებს ბრძოლას.
ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოს დროით 12:00-დან იასპარეზებს ბექა ბაზაძე, ხოლო 13:15-დან ბილიკზე მიხეილ მარდალეიშვილი გავა. სანდრო ბაზაძე, რომელიც FIE-ს რეიტინგში მე-13 ადგილზეა, შეჯიბრში შაბათს ჩაერთვება.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური