ჩოგბურთი

22:15 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ნახევარფინალში ოჟიე-ალიასიმს ეთამაშება

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 586 140 ევრო) ნახევარფინალში კანადელ ფელიქს ოჟიე-ალიასიმს ეთამაშება.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალურ ეტაპზე ბასილაშვილმა ფრანგი ჟო ვილფრიდ-ცონგა 6:4, 6:4 დაამარცხა, ოჟიე-ალიასიმმა კი რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ შეხვედრაში ამერიკელ სტივ ჯონსონს 6:4, 2:6, 6:4 სძლია.
შეგახსენებთ, რომ ნიკას 18 წლის ოჟიე-ალიასიმთან ერთხელ უკვე უთამაშია. წლეულს, მაიამის მასტერსის მე-3 წრეში ბასილაშვილი ბრეიკით იგებდა, თუმცა, საბოლოოდ, 6:7 (4:7), 4:6 დამარცხდა.

ვთქვათ ისიც, რომ ATP-ს ლაივ-რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი 1970 ქულით მისთვის სარეკორდო მე-16 ადგილზე იმყოფება, ნიჭიერი კანადელი კი უკვე მსოფლიოს 24-ე ჩოგანია.
ხვალინდელი განრიგის თანახმად, ცენტრალურ კორტზე, 16:30 საათიდან ჯერ ფრანგი ბენუა პერი და ამერიკელი ტეილორ ფრიცი გავლენ, მისი დასრულების შემდეგ კი, ბასილაშვილისა და ოჟიე-ალიასიმის ნახევარფინალური შერკინებაც დაიწყება.

0.114997