ესპანელმა ფეხბურთელმა ხუანფრანმა მადრიდის "ატლეტიკო" დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია "როხიბლანკოსის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას 34 წლის მცველი.
ხუანფრანი მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2003-05 წლებში გამოდიოდა. 2005/06 წლების სეზონში ესპანელი "სამეფო კლუბმა" "ესპანიოლში" გაანათხოვრა და იჯარის დასრულების შემდეგ "ოსასუნამ" მცველი "ოსასუნამ" დაიმატა. "ატლეტიკოში" ხუანფრანი 2011 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 355 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 41 საგოლე გადაცემა შეასრულა.
"ატლეტიკოს" მაისურით ხუანფრანმა ლა ლიგა 2013/14 წლების სეზონში მოიგო, ასევე ევროპა ლიგა - 2011/12 და 2017/18 წლებში.