ფეხბურთი

23:30 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" სანეს მიმართ ინტერესს ადასტურებს

მიუნხენის „ბაიერნი“ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ ლეროი სანეს გადაბირებითაა დაინტერესებული. აღნიშნული ინფორმაცია მიუნხენური გიგანტის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა Suddeutsche Zeitung-თან საუბარში დაადასტურა.

„დიახ, სანეზე ვფიქრობთ“, - თქვა ჰიონესმა.

„ბაიერნი“ ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის შემცვლელებს ეძებს, რომელთა ერაც გერმანულ გუნდში დასრულდა. სანე კი, როგორც ჩანს, ერთ-ერთი რეალური ვარიანტია. გერმანელი ფეხბურთელი პეპ გვარდიოლას გეგმებში ვერ ჯდება და „ქალაქელები“ მზად არიან სასურველი წინადადება განიხილონ.

შეგახსენებთ, 2018-2019 წლების სეზონში ლერიო სანემ „სიტის“ რიგებში 47 თამაში ჩაატარა და 16 გოლის გატანა მოახერხა.

0.107832