ჰოლანდიური „გრონინგემის“ ნახევარმცველი ლუდოვიტ რეისი კარიერას კატალონიის „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ორივე გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
18 წლის ფეხბურთელმა კატალონურ გრანდთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. „ბლაუგრანას“ ნიჭიერი ჰოლანდიელი ნახევარმცველის ტრანსფერი 7 მილიონი ევრო დაუჯდა.
ლუდოვიტ რეისი „გრონინგემის“ წევრი 2015 წლიდან იყო. გასულ სეზონში ერედივიზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა 31 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.