ფეხბურთი

16:35 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა“ მაქსი გომესში 25 მილიონს იხდის, „სელტა“ მეტს ითხოვს

„ბარსელონა“ „სელტას,“ თავდამსხმელის, მაქსიმილიანო გომესის თაობაზე ელაპარაკება და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მის შეძენას შეეცდება - გვამცნობს Sport.es. წყაროს მტკიცებით, კატალონიური კლუბი ურუგვაელში 25 მილიონ ევროს იხდის, მაგრამ „სელტა“ არ აპირებს ამ ფასად შემტევის დათმობას.

გომესის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, სადაც წერია, რომ გუნდიდან წასვლის შემთხვევაში მისი ფასი 50 მილიონი იქნებოდა. ახლა სელტელებმა ფასს ცოტა დაუკლეს და 40 მილიონზე ჩამოვიდნენ. ამაზე იაფად კი მაქსიმილიანოს გაშვებას არ აპირებენ.

ამბობენ, რომ კატალონიელებს გომესი ლუის სუარესის შემცვლელად სჭირდებათ, რომელსაც ამჟამად კონკურენტი არ ჰყავს.

ახლადდამთავრებულ ესპანურ პრიმერაში 22 წლის გომესმა 35 მატჩში 13 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე პასით გამოირჩა.

0.103567