ფრანგულმა „ნანტმა“ გულშემატკივრებს შეცვლილი ემბლემა და ახალი ფორმა წარუდგინა, რომლითაც მომავალ სეზონში ითამაშებს. ლოგოტიპზე კლუბის სახელწოდების პირველი ასოა გამოსახული, ფორმა კი ტრადიციულ ყვითელ-მწვანე ფერებშია გადაწყვეტილი.
პირველად ამ ფორმას „ნანტის“ ფეხბურთელები 24 მაისს, ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „სტრასბურის“ წინააღმდეგ მოირგებენ.
37 ტურის შემდეგ, „ნანტი“ საფრანგეთის ჩემპიონატში 48 ქულით მე-11 ადგილზეა.