ფეხბურთი

1:24 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ფიფამ 2022 წლის მუნდიალის ფორმატი დაადგინა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფორმატი უცვლელი დარჩება. ამის შესახებ ფიფამ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

აქამდე განიხილებოდა საკითხი, რომ მუნდიალზე გუნდების რაოდენობა 48-მდე გაეზარდათ, მაგრამ ფიფამ გადაწყვეტა, რომ მოქმედი ფორმატი უცვლელი დაეტოვებინა და სავარაუდოდ, ცვლილებას ძალაში 2026 წლიდან შეიტანს, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატს ერთაბაშად სამი ქვეყანა, აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს.

ყატარში კი კვლავინდებურად 32 ნაკრები ითამაშებს და 31 მონაწილე (მასპინძელის გარდა) კვალიფიკაციის შედეგად გაირკვევა. საკვალიფიკაციო ეტაპი 2020 წელს დაიწყება და 2021 წლის ნოემბერში დასრულდება.

უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი კი, 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება და ეს იქნება პირველი მუნდიალი, რომელიც ზამთარში გაიმართება.

0.108554