დორტმუნდის „ბორუსიამ“ ლევერკუზენის „ბაიერისა“ და გერმანიის ნაკრების შემტევი იულიან ბრანდტი დაიმატა. როგორც „ყვითლების“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ბრანდტთან კონტრაქტი 5 წლის ვადით გაფორმდა.
ტრანსფერის ფინანსური დეტალები უცნობია, მაგრამ გერმანული მედიის ინფორმაციით, „ლევერკუზენის“ ბიუჯეტი 25 მილიონი ევროს ოდენობით შეივსო.
ბრანდტმა ბუნდესლიგის 2018-2019 წლების სეზონში 33 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ „დორტმუნდმა“ ბრანდტამდე „ჰოფენჰაიმიდან“ ნიკო შულცი, ხოლო „გლადბახიდან“ ტორგან აზარი დაიმატა.