თამაშგარე

11:20 | 22.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქებათაქება ეშლი გრემს

ქალბატონო ეშლი გრემ, განა ჩვენ არ ვიცით, რომ თქვენ შორეულ ამერიკაში დაგოგმანებთ და ჩვენ კიდევ თქვენი დანახვის მერე, საქართველოს ტანჯულ მიწაზე გავდი-გამოვდივართ ნერვიული ტუჩების კვნეტით. ისიც კარგად ვიცით, რომ თქვენ უკვე ცნობილი და დიდებული მოდელი ხართ, რომლის საწმერთულის აშრიალებაზედ მტერ-მოყვარეს ყური კედელზე აქვს მოდებული, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ ორიოდ სიტყვა და მოგვაპყარით “სასმენელნი თქუენნი“.

უნდა ვაღიართოთ, რომ დიდი დარდი და გულისყრა ნამდვილად არ მოგვსვლია, როდესაც გავიგეთ, მეგოლფე იან ჯექსონს დაშორდაო. პირიქით, გამოგიტყდებით და გაგვიხარდა კიდეც, რადგან ისიც ვიცით, რომ აწი უფრო ძალუმად შემოიძარცვავთ სამოსს და უფრო დიდის გულმოდგინებით გაგვახარებთ ახალ-ახალი თამამი ფოტოებით.

აი ახლაც, გიყურებთ და სულშეგუბებულნი ვამბობთ - ე, რამოდენა რაღაც-რაღაცეები გქონია შე დალოცვილო! განა ჩვენში არ დაიარებიან თქვენებრ მკერდზანზარა ქალები, მაგრამ ჩვენში აზღუდისა და საწმერთულის გახსნა მოდელს კი არა, სიძვის დიაცსაც კი ეზარება. თქვენ კიდევ (იხარეთ და იბედნიერეთ) ისე მოგიღერებიათ ყელი, რომელ სულიერს არ აუჩქროლებთ სისხლს და ვის არ აფიქრებინებთ ათას ცოდვიან რამეს?!

თეგებიეშლი გრემი
0.153803