ფეხბურთი

10:12 | 22.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: „ლივერპული“ „არსენალისთვის“ კარგი მაგალითია“

ევროპა ლიგის ფინალური მატჩის წინ, „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ლივერპული“ მათთვის კარგი მაგალითია.

„სამი წლის წინათ „ლივერპული“ ევროპა ლიგის გადამწყვეტ მატჩში თამაშობდა, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. ეს ძალიან კარგი მაგალითია ჩვენთვის. ახლა აღორძინების ეტაპზე ვართ და ერთი ნაბიჯი კიდევ უნდა გადავდგათ წინ, რათა პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში დავიმკვიდროთ ადგილი.

უკვე მესამე წელიწადია ევროპა ლიგის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის საგზურს იღებს. ჩვენი მიზანიც ეს არის.“ - უთხრა ემერიმ Football Espana-ს.

შეგახსენეთ, რომ ევროპა ლიგის წლევანდელ ფინალში, 29 მაისს, ბაქოში, ერთმანეთს ინგლისური გუნდები - „ჩელსი“ და „არსენალი“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.105036