ფეხბურთი

13:53 | 3.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰოჯსონმა რჩეულებს უხმო

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის 21-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი დენი უელბეკი ჰოჯსონის ოფიციალურ განაცხადში “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელადაა მიჩნეული.

ესტონეთთან და სან მარინოსთან გასამართი მატჩებისთვის ინგლისის ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ჯო ჰარტი (“მანჩესტერ სიტი”), ფრასერ ფორსტერი (“საუთჰემპტონი”), ბენ ფოსტერი (“ვესტ ბრომვიჩი”).

მცველები: ლეიტონ ბეინსი, ფილ იაგიერკა, ჯონ სტოუნსი (სამივე “ევერტონი”), გარი კეჰილი (“ჩელსი”), კიერან გიბსი (“არსენალი”), ნათანიელ კლაინი (“საუთჰემპტონი”)

ნახევარმცველები: ფაბიან დელფი (“ასტონ ვილა”) ჯორდან ჰენდერსონი, რაჰიმ სტერლინგი, ადამ ლალანა (სამივე “ლივერპული”), ჯეიმს მილნერი (“მანჩესტერ სიტი”), ალექს ოქსლეი-ჩემბერლენი, ჯეკ ვილშირი (ორივე “არსენალი”), ანდროს თაუნსენდი (“ტოტენჰემი”), ჯონჯო შელვი (“სუონსი\").

თავდამსხმელები: რიკი ლამბერტი (“ლივერპული”) უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), დანი უელბეკი (“არსენალი”).

0.131859