„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა შესაძლოა მომდევნო სეზონიდან ტურინის „იუვენტუსში“ ვიხილოთ. ესპანური Onda Cero იტყობინება, რომ პეპმა დღეს მილანში „ბებერი სინიორას“ სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან შეხვედრა გამართა.
გამოცემა არ აკონკრეტებს შეხვედრის საუბრის დეტალებსა და თემას, მაგრამ ყველა კარგად იცის, რომ „იუვენტუსი“ ახალ მწვრთნელს ეძებს.
ჯერჯერობით სხვა კონკრეტული დეტალები უცნობია. გვარდიოლას კი „სიტისთან“ კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „იუვეს“ მასიმილიანო ალეგრი დატოვებს, რომელიც გუნდს 2014 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებდა.