ჩოგბურთი

22:55 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ცენტრალურ კორტზე ითამაშებს

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 586 140 ევრო) პირველ ნომრადაა განთესილი, სასტარტო შეხვედრას ხვალ ჩაატარებს.

დღეს გამოქვეყნებული განრიგის თანახმად, ბასილაშვილი ცენტრალურ კორტზე დასკვნით, მე-4 წყებაში გავა და მისი შეხვედრა თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი ტრისტან ლამასინი იქნება, რომელიც ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მოხვდა და იტალიელ იანიკ სინერს 6:0, 7:6 (7:5) სძლია, ჩვენებური კი პირდაპირ მერვედფინალში გახლდათ დაშვებული.
ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში მე-18 ადგილზე იმყოფება, 26 წლის ლამასინი კი კლასიფიკაციაში მხოლოდ 270-ეა. თუკი ნიკოლოზმა აღნიშნული ბარიერი დასძლია, მეოთხედფინალში კიდევ ერთ ფრანგ ჟო-ვილფრედ ცონგასა და კანადელ სტივენ დიეზს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

0.132497