ჩოგბურთი

22:40 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ჩოგბურთელთა ამბები ანტალიიდან

ქართველმა ჩოგბურთელმა ზურა ტყემალაძემ თურქულ ანტალიაში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა მოახერხა.

ტყემალაძე შეჯიბრში კვალიფიკაციიდან ჩაერთო, სადაც მე-16 ნომრად განთესილ პუერტო რიკოელ რაფაელ გროვასს 6:0, 7:6 (7:1) სძლია, გადამწყვეტ რაუნდში კი მე-5 რეიტინგის მქონე თურქი მერტ ალკაია დაამარცხა – 6:4, 2:6, 10:8.
უკვე ცნობილია, რომ ძირითად ბადეში ზურას მეტოქე მე-2 ნომრად მიჩნეული ბელგიელი კრისტოფერ ჰეიმანი იქნება.
სამწუხაროდ, მიზანს ვერ მიაღწია კვალიფიკაციაში მე-12 ნომრად განთესილმა საბა ფურცელაძემ, რომელმაც რუს ანდრეი მოლიაკს 6:2, 6:2 სძლია, თურქ კუზეი ჩეკირგესთან კი 4:6, 2:6 დამარცხდა.
წყვილთა ტურნირის მერვედფინალში ტყემალაძემა და სლოვენიელმა ანზე არჰმა თურქულ დუეტთან (აგაბიგუნი-ილჰანი) 0:6, 1:6 წააგეს.
ანტალიაშივე ქალთა 15-ათასიანი ტურნირიც იმართება, სადაც იუნიორთა კვოტით ანა მაქაცარია ითამაშებს. ძირითად ბადეში მისი მოწინააღმდეგე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – ბერძენი საპფო საკელარიდია.
წყვილებში მაქაცარია და სერბი ელენა მილოვანოვიჩი მე-4 განთესვის მქონე შვეიცარიულ-რუსულ ტანდემს (გრიმი-სილიჩი) ვერ გაუმკლავდნენ – 1:6, 4:6.

0.118217