კალათბურთი

21:53 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეხუთედ „გოლდენ სტეიტი“ სუპერფინალშია

ნბა-ს ისტორიაში 60 წლის შემდეგ პირველად სუპერფინალში ერთი და იმავე გუნდმა ზედიზედ მეხუთედ გააღწია.

„გოლდენ სტეიტმა“ დასავლეთ კონფერენციის ფინალი „პორტლენდს“ 4:0 მოუგო და სუპერფინალში 2015 წლიდან ზედიზედ მეხუთედ გავიდა. 1957-1966 წლებში „ბოსტონი“ სუპერფინალში ზედიზედ ათჯერ გავიდა, რაც საუკეთესო შედეგია. „ბოსტონელების შემდეგ „მეომრების“ მიღწევა საუკეთესოა.

ნბა-ს წლევანდელი ჩემპიონობისთვის „გოლდენ სტეიტს“ გადამწყვეტი ბრძოლა „მილოუკი“- „ტორონტოს“ გამარჯვებულთან ექნება.

0.134475