ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი პსჟ-ში ყოფნის პერიოდში კილიან მბაპესთან ურთიერთობას იხსენებს. ესპანელის განცხადებით, მბაპე მზად იყო მადრიდის „რეალში“ გადასასვლელად.
„მე ვესაუბრე მას და მამამისს და პსჟ-ში დარჩენაში დავარწმუნე. კილიანს „რეალისა“ და „ბარსელონას“ არჩევანი ჰქონდა, მაგრამ მას მხოლოდ „რეალი“ უნდოდა, მზად იყო თვალდახუჭული გადასულიყო. საბოლოოდ ყველამ ერთად მოვახერხეთ მისი დარწმუნება, რომ საფრანგეთში დარჩენილიყო“, - გაიხსენა ემერიმ.
შეგახსენებთ, უნაი ემერი და კილიან მბაპე ერთად „პარი სენ ჟერმენში“ 2017-2018 წლების სეზონში მუშაობდნენ.
მბაპეს „რეალში“ გადასვლა ამ ზაფხულსაც არაა გამორიცხული, რადგან მადრიდელებისთვის საინტერესო ფეხბურთელია. თავად ფრანგმა კი ორი დღის წინ განაცხადა, რომ შესაძლოა ახალი გამწვევის დროც დგება.