ჭიდაობა

17:30 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

თბილისი ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

2019 წლის 8-13 ოქტომბერს თბილისი ვეტერანებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია იწყებს მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველი ვეტერანების განაცხადების მიღებას და ლიმიტირებული ქვოტის გათვალისწინებით შემადგენლობის შერჩევას.

დაინტერესების შემთხვევაში განაცხადები წარმოადგინეთ ფედერაციაში (მისამართი: ჭავჭავაძის 49ა. ვაკის ფალავანთა კლუბი) ან გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე geo@unitedworldwrestling.org არაუგვიანეს 30 ივნისისა.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონ-პრიზიორი ვეტერანი მოჭიდავეები გამოვლინდებიან ხუთ ასაკობრივ ჯგუფში, 6-6 წონით კატეგორიაში. A დივიზიონში ხალიჩაზე 35-დან 40 წლამდე ვეტერანები გავლენ, B დივიზიონში - 41-45 წლის ყოფილი სპორტსმენები ჩაებმებიან მსოფლიო კონკურენციაში, C დივიზიონში - 46-50, D-ში - 51-55, ხოლო E-ში - 56-60 წლის ასაკის ვეტერანები.
რაც შეეხება წონით კატეგორიებს, უმსუბუქესი წონა იქნება 55-62 კგ. შემდეგი წონები კი ასე დაინომრა: 70 კგ, 78 კგ, 88 კგ, 100 კგ და 100-130 კგ.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.120182