ძიუდო

14:35 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩინეთში გადახალისებული შემადგენლობით

ცნობილი გახდა იმ ქართველ ძიუდოისტთა ვინაობა, რომლებიც 24-26 მაისს ჩინურ ჰოჰოტში დაგეგმილ გრან პრიზე წარსდგებიან.

მომავალ ტურნირზე განაცხადი 44 ქვეყნის 345-მა ძიუდოისტმა (192 კაცი+153 ქალი) გააკეთა, რომელთა შორის 6 ქართველია:
ვალერი იაშვილი (73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი, კობა მჭედლიშვილი (ორივე – 81 კგ.), უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე – 90 კგ.), ლევან მატიაშვილი (+100 კგ.).
შეამჩნევდით, რომ საქართველოს ნაკრები ჩინეთში გადახალისებული შემადგენლობით მიდის, რაც იმითაა განპირობებული, რომ გუნდის ლიდერები 21-30 ივნისს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დაგეგმილი ევროპული თამაშებისთვის სპეციალური გრაფიკით ემზადებიან.

0.119387