ნაცუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღე ორივე ქართველმა სუმოისტმა გამარჯვებით დაასრულა. რანგით მეორე დივიზიონ ჯურიოში თეიმურაზ ჯუღელის მეტოქე კუოკოშუჰო იყო და ჩვენებურმა მასთან ურთიერთშეხვედრებში თანაბარი ბალანსი მოიპოვა.
აღნიშნული წყვილი ერთმანეთს 22-ჯერ დაუპირისპირდა და მათ ანგარიშზე 11-11 მოგება წაგებაა.
გაგას ხვალინდელი მეტოქე კი ჯურიოს მე-11 ნომერი კირიოიამა იქნება, რომელსაც ჯუელთან აქამდე 1 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ქართველმა მისი დამარცხება მოახერხა. მიმდინარე ბაშოზე კი მონღოლს 6 მოგება და 4 მარცხი აქვს.
ამრიგად ჩვენებურს წლის მესამე სუპერტურნირძე 7 მოგების საპირისპიროდ 3 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის გასანაღდებლად დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდამ მინიმუმ ერთში გამარჯვება მართებს.
რაც შეეხება ჯურიოს ლიდერებს: - მეორე ნომრად მოასპარეზე ტაკაგენჯი უდანაკარგოდ ლიდერობს (10:0), რომლის შემდგომაც გაგამარუსთან ერთად 7:3-ზე ბალანსი ორ მონაწილეს: - კოტოიუკს და ტობიზარუს აქვს.