ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის დამთავრების შემდეგ, „ტოტენჰემის“ ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენს ოფიციალურად წარადგენენ „რეალის“ ფეხბურთელად - გვამცნობს El Chiringuito. წყაროს მტკიცებით, 27 წლის დანიელს „დეზებთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, თუმცა „სამეფო კლუბთან“ უკვე ყველაფერი მოგვარებული აქვს.
ლიგის ფინალი 1 ივნისს გაიმართება მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე.“ „ტოტენჰემი“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
ერიკსენი „ტოტენჰემში“ 2013 წელს გადავიდა „აიაქსიდან“ 13,5 მილიონ ევროდ.