ფეხბურთი

12:27 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბატისტუტამ, შესაძლოა, „მიდლსბრო“ ჩაიბაროს

„რომასა“ და არგენტინის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, გაბრიელ ბატისტუტა, მწვრთნელობის დაწყებას აპირებს - გვამცნობს Hartlepool Mail. წყაროს მტკიცებით, 50 წლის არგენტინელს შარშან მიუღია მწვრთნელის ლიცენზია და უახლოეს ხანში შეიძლება ინგლისური „მიდლსბროს“ დამრიგებელი გახდეს.

ბატისტუტას სამსახურით ჩემპიონშიფის სხვა კლუბებიც ყოფილან დაინტერესებული. „მიდლსბროს“ მწვრთნელობის ყველაზე სავარაუდო კანდიდატი გუნდისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი, ჯონათან ვუდგეიტია. ბატისტუტას ბოლო სამუშაო ადგილი კი არგენტინის ნაკრების ტექნიკური დირექტორობა გახლდათ.

„ბატიგოლს“ კარიერის განმავლობაში „რივერ პლეიტში,“ „ბოკა ხუნიორსში,“ „ფიორენტინაში,“ „რომაში,“ „ინტერში“ და სხვა გუნდებში უთამაშია. არგენტინის ეროვნული გუნდის ღირსებას კი 1991-2002 წლებში იცავდა. მოთამაშის კარიერა 2005 წელს დაასრულა.

0.115225