ფეხბურთი

9:05 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩავიმ კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა

„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ჩავი ერნანდესმა, კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა. 39 წლის ფეხბურთელმა ყატარული „ალ სადის“ შემადგენლობაში აზიის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ირანულ „პერსეპოლისთან“ ითამაშა (0:2).

ცნობილია, რომ მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, ჩავი „ალ სადის“ მწვრთნელი გახდება. კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და ის 2020 წლამდეა გათვლილი.

ჩავი „ბარსელონას“ აღზრდილია. კატალონიურ კლუბში ის 1998-2015 წლებში თამაშობდა.“ბარსას“ მაისურით 769 მატჩი გამართა, რაც საკლუბო რეკორდია. რვაჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, სამჯერ ქვეყნის თასს, ექვსჯერ კი სუპერთასს დაეუფლა. ოთხჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში.

ესპანეთის ნაკებთან ერთად მოიგო მსოფლიო და ორჯერ ევროპის ჩემპიონატები.

0.120096