საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდა. როგორც წინა კვირაში, ახლაც ჩვენებურის თამაში Football.ua-მ გამოარჩია.
გასულ ტურში "შახტარმა" ლუგანსკის "ზორიას" 1:0 სძლია და ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავამ "შახტართან" ერთად მიმდინარე სეზონში უკრაინის ჩემპიონატისა და თასის მოგება მოახერხა.