ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ქართველი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი მოხვდა. გრაცის „შტურმის“ ჩვენებური შემტევის თამაში სტატისტიკის ვებგვერდმა Sofascore-მ გამოარჩია და 7.7 ქულაც დაუწერა.
კიტეიშვილმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში მოქმედი ჩემპიონის, „ზალცბურგის“ კარში გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა (1:2).
აქვე გეტყვით, რომ ოთარმა ბოლო ორ შეხვედრაში გოლის გატანა მიყოლებით მოახერხა.