სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" მცველი იაროსლავ რაკიცკი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონობა მოახერხა.
რაკიცკიმ სეზონის პირველი ნახევარი „შახტარში“ გაატარა (11 მატჩი, 1 გოლი), რომელიც უკრაინის ჩემპიონი გახდა, ხოლო იანვრიდან „ზენიტში“ გადავიდა (10 მატჩი, 3 გოლი) და რუსეთის პრემიერლიგა მოიგო.
დებულების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რაკიცკიმ დონეცკელები შუა სეზონში დატოვა, ჩემპიონის მედალსაც მიიღებს და უკრაინის თასის მედალსაც.
შეგახსენებთ, რომ რაკიცკიმ მთელი პროფესიული კარიერა „შახტარში“ გაატარა, ხოლო „ზენიტში“ მის გადასვლას დიდი რეზონანსი მოჰყვა.