მადრიდის „რეალმა“ და ტონი კროოსმა თანამშრომლობა განაახლეს. როგორც „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი იტყობინება, გერმანელი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.
ტონის ძველ ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის 30 ივნისამდე ჰქონდა:
„რეალ მადრიდმა და ტონი კროოსმა მიაღწიეს შეთანხმებას კონტრაქტის 2023 წლამდე გახანგრძლივების შესახებ“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ტონი კროოსი „რეალში“ 2014 წელს მიუნხენის „ბაიერნიდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში 29 წლის ნახევარმცველმა ყველა ტურნირის ჩათვლით 43 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.