ფეხბურთი

20:59 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილმა "ზალცბურგს" გაუტანა

ავსტრიის ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა ოთარ კიტეიშვილმა. ქართველმა შემტევმა წინა ტურში ვენის „აუსტრია“ დაამწუხრა, ხოლო ამჯერად ჩემპიონ „ზალცბურგს“ გაუტანა.

ოთარმა მატჩის 27-ე წუთზე გამოიჩინა თავი და იმ დროისთვის წონასწორობა აღადგინა (1:1). თუმცა, „ზალცბურგმა“ მეორე ნახევარში მეორე გაიტანა და გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და ეს მისთვის მეოთხე გოლი იყო ავსტრიულ ბუნდესლიგაში (28 მატჩში).

„შტურმი“ კი საჩემპიონო ჯგუფში 24 ქულით მეხუთე ადგილზეა და ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

0.116448