ნაცუ ბაშოს მერვე საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა, რადგან ორივე მათგანმა მარცხი განიცადეს.
რანგით მეორე დივიზიონში თეიმურაზ ჯუღელის მეტოქე ჯურიოს ლიდერი ტაკაგენჯი იყო და გაგამარუმ მისი ბარიერი ვერ დაძლია.
ორთაბრძოლა ქართველმა აგრესიულად დაიწყო, თუმცა 22 წლის მეტოქემ გაგა იორიკირის ილეთით განდევნა დოჰიოდან.
ამრიგად ჩვენებურს მიმდინარე ბაშოზე 5 მოგების საპირისპიროდ 3 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის გადანაღდებლად დარჩენილი 7 ოთაბრძოლიდან მინიმუმ სამის მოგება მართებს.
გაგას ხვალინდელი მეტოქე ჯურიოს მეოთხე ნომერი აზუმარიუ იქნება, რომელსაც აქამდე 13-ჯერ დაუპირისპირდა და ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი - 8 მარცხი და 5 მოგება აქვს.
მიმდინარე ტურნირს გაგამარუს დღევანდელი მეტოქე ტაკაგენჯი (8:0) ლიდერობს. 6:2 ბალანსზე კი ორ სუმოისტს: ტოიონოშიმასა და ამინიშიკის აქვს.