ჭადრაკი

14:50 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოჭადრაკეთა შორის

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში: 8, 10, 12, 14, 16, 18 წწ. როგორც გოგონათა, ასევე ჭაბუკებს შორის.

ჩემპიონატზე საქართველოს ყველა რეგიონის 350-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. I-II ადგილებზე გასულები შესაბამისად დაჯილდოვდნენ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების საგზურებით.

ევროპის ჩემპიონატი 8,10,12,14,16 და 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის გაიმართება სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში (01.08-11.08).

მსოფლიო ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის გაიმართება ჩინეთის ქალაქ ვეიფანგში (20.08-02.09).

მსოფლიო ჩემპიონატი 14, 16 და 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის გაიმართება ინდოეთის მუმბაიში (01-13.10).

საბოლოო შედეგები:

8 წლამდე გოგონები:

I ადგილი - ნინი წივწივაძე (თერჯოლა/მწვრთნელი გიორგი ჭუმბურიძე) – 7,5 ქულა;

II ადგილი - მარიამ ცაციაშვილი (გორი/ოთარ დოლიძე) – 7 ქულა;

III ადგილი - ანეტა კედელიძე (ბათუმი/გია ჭანტურია) – 7 ქულა;

8 წლამდე ჭაბუკები:

I ადგილი - ანდრია კვირიაშვილი (თბილისი/იოსებ კვირიაშვილი) – 8 ქულა;

II ადგილი - დავით თათვიძე (ქუთაისი/ნანა ჭეფხოძე) – 7 ქულა;

III ადგილი - დათა ყალაბეგაშვილი (გურჯაანი/ვანო მინდორაშვილი) – 7 ქულა;

10 წლამდე გოგონები:

I ადგილი - ანასტასია კირთაძე (ქუთაისი/ნიკოლოზ მანაგაძე) – 8,5 ქულა;

II ადგილი - კესარია მგელაძე (ბათუმი/ლეონიდ ნეურონოვი) – 7 ქულა;

III ადგილი - მარიამ ცეცხლაძე (ბათუმი/ლეონიდ ნეურონოვი) – 7 ქულა;

10 წლამდე ჭაბუკები:

I ადგილი - ლუკა კილაძე (თბილისი/დავით ზარქუა) – 8.5 ქულა;

II ადგილი - თამაზ თუშიშვილი (თელავი/თამარ ხმიადაშვილი) – 6,5 ქულა;

III ადგილი - გიორგი გოგოლაშვილი (თბილისი/გიორგი ხომერიკი) – 6,5 ქულა;

12 წლამდე გოგონები:

I ადგილი - ანა მაჭარაშვილი (თბილისი/გიორგი მაჭარაშვილი) – 7,5 ქულა;

II ადგილი - ლიზი კონიაძე (ბათუმი/ლეონიდ ნეურონოვი) – 6,5 ქულა;

III ადგილი - ბარბარე ცირეკიძე (ქუთაისი/ნანა ჭეფხოძე) – 6,5 ქულა;

12 წლამდე ჭაბუკები:

I ადგილი - დავით ნემსაძე (ქუთაისი/ნიკოლოზ მანაგაძე) – 8 ქულა;

II ადგილი - ვასიკო შაპოვალოვი (ვანი/ნიკოლოზ მანაგაძე) – 7 ქულა;

III ადგილი - ნიკოლოზ შამათავა (ზუგდიდი/მადონა ბოკუჩავა) – 6 ქულა;

14 წლამდე გოგონები:

I ადგილი - დიანა ლომაია (ფოთი/გოჩა ჩაჩუა) – 7 ქულა;

II ადგილი - მარიამ დოლაკიძე (თბილისი/დავით ზარქუა) – 7 ქულა;

III ადგილი - რუსუდან მაღლაკელიძე (ქუთაისი/ნიკოლოზ მანაგაძე) – 7 ქულა;

14 წლამდე ჭაბუკები:

I ადგილი - ჯაბა ადამია (ბაღდათი) – 7,5 ქულა;

II ადგილი - ნიკოლოზ დარსაძე (თბილისი/დავით ზარქუა) – 6,5 ქულა;

III ადგილი - ილია კავკასიძე (თბილისი/დავით ზარქუა) – 6 ქულა;

16 წლამდე გოგონები

I ადგილი - თამარ ესაძე (ქუთაისი/მურმან ესაძე) – 5 ქულა;

II ადგილი - იანა ენგიბარიანი (თბილისი/იოსებ კვირიაშვილი) – 4 ქულა;

III ადგილი - ეკატერინე ფიფია (თბილისი/ზურაბ სტურუა) – 3,5 ქულა;

16 წლამდე ჭაბუკები:

I ადგილი - აკაკი ღაჭავა (ქუთაისი/გიორგი ტყეშელაშვილი) – 6,5 ქულა;

II ადგილი - გიგა გოდერძიშვილი (ქარელი/ოთარ დოლიძე) – 6,5 ქულა;

III ადგილი - შოთა ხოდაშნელი (თბილისი/დავით ზარქუა) – 6,5 ქულა;

18 წლამდე გოგონები:

I ადგილი - ლილე ქორიძე (თბილისი/ლაშა ჯანჯღავა) – 5 ქულა;

II ადგილი - ელენე კოსტავა (თბილისი) – 4,5 ქულა;

III ადგილი - ანასტასია სიდამონიძე (თბილისი) – 3,5

18 წლამდე ჭაბუკები:

I ადგილი - ლუკა ობოლაძე (თბილისი/ზურაბ სტურუა) – 8 ქულა;

II ადგილი - გიორგი ელაშვილი (სამტრედია) – 7 ქულა;

III ადგილი - ნიკოლოზ გიგაური (რუსთავი/გრიშა ბიბილაშვილი) – 6,5 ქულა;

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახური

0.142876