ფეხბურთი

1:14 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკ რიბერი "ბაიერნს" რეკორდით დაემშვიდობა

ფრანკ რიბერი „ბაიერნს“ ჩემპიონის ტიტულითა და რეკორდით დაემშვიდობა. საქმე ისაა, რომ ფრანგი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც „ვერცხლის სინი“ 9-ჯერ მოიგო.

რიბერი გერმანიის ჩემპიონი 2008, 2010, 2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში გახდა.

ამრიგად, 36 წლის ფეხბურთელმა დავიდ ალაბას, არიენ რობენს, ფილიპ ლამს, ტომას მიულერს, მეჰმეთ შოლს, ოლივერ კანსა და ბასტიან შვაინშტაიგერს აჯობა, რომელთაც ჩემპიონის ტიტული რვაჯერ აქვთ მოგებული.

ალაბა და მიულერი „ბაიერნში“ თამაშს აგრძელებენ და თუ გავითვალისწინებთ გერმანიაში „რეკორდმაისტერის“ დომინანტობას, რიბერის დაწევისა დაგადასწრების ჩინებული შანსი ექნებათ.

შეგახსენებთ, „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის ბოლო ტურში „აინტრახტი“ 5:1 გაანადგურა და გერმანიის ჩემპიონი მიჯრით მეშვიდედ გახდა. რიბერი კი არიენ რობენთან ერთად გერმანული გიგანტიდან გოლებით გააცილეს.

0.109532