ფეხბურთი

23:51 | 18.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" ზედიზედ მეშვიდე

მიუნხენის „ბაიერნი“ ზედიზედ მეშვიდედ გახდა გერმანიის ჩემპიონი და „ალაინც არენა“ ზეიმს მიეცა. ბოლო ტურის წინ ინტრიგა იყო, „ბაიერნი“ „დორტმუნდს“ მხოლოდ ორი ქულით უსწრებდა, მაგრამ სასწაული არ მოხდა.

„ბორუსიამ“ თავისი საქმე გააკეთა და „გლადბახი“ სტუმრად დაამარცხა, მაგრამ „რეკორდმაისტერმა“ შეცდომა არ დაუშვა და ფრანკფურტის „აინტრახტი“ დაარბია - 5:1 „ბაიერნში“ დღეს ეპოქაც დასრულდა, არიენ რობენი დაფრანკ რიბერი გაცილეს. სიმბოლურია, რომ ფრანგმა და ჰოლანდიელმა ლეგენდებმა გოლების გატანაც მოახერხეს და პუბლიკას ღირსეულად დაემშვიდობენ. ასევე გააცილეს რაფინიაც, თუმცა ბრაზილიელისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, რობენისა და რიბერი ნამოღვაწართან ბუნებრივია ვერ დადგება. სხვათა შორის, რიბერი რეკორდსმენი გახდა და პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „ვერცხლის სინი“ ცხრაჯერ მოიგო.

სხვა მატჩებს რაც შეეხება, ინტრიგა იყო ვინ გავიდოდა მეოთხე ადგილზე და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგაზე. „აინტრახტისა“ და „გლადბახის“ წაგებებზე უკვე ვთქვით და ამით მშვენივრად ისარგებლა ლევერკუზენის „ბაიერმა“, რომელმაც ბერლინში „ჰერტა“ გაანადგურა და თავად მოიპოვა ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის საგზური. ევროპა ლიგის საგზური კი „გლადბახსა“ და „ვოლფსბურგს“ დარჩათ. ამ უკანასკნელმა „აუგსბურგი“ 8:1 გააცამტვერა და სეზონი საპატიო, მეექვსე ადგილზე დაასრულა.

ბუნდესლიგას „ჰანოვერი“ და „ნიურნბერგი“ დაემშვიდობნენ, ხოლო „შტუტგარტს“ პლეი-აუტში მოუწევს გადარჩენისთვის ბრძოლა. 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი კი „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი გახდა.

„მაინცი“ – „ჰოფენჰაიმი“ 4:2 (0:2)

გოლები: 0:1 ბელფოდილი (12), 0:2 კრამარიჩი (34), 1:1 ბროზინსკი (66, პენ), 2:2 ბოეტიუსი (83), 3:2 ბოეტიუსი (90), 4:2 მატეტა (90)

„გლადბახი“ – „დორტმუნდი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 სანჩო (45), 0:2 როისი (54)

„ბაიერნი“ – „აინტრახტი“ 5:1 (1:0)

გოლები: 1:0 კომანი (4), 1:1 ჰალერი (50), 2:1 ალაბა (53), 3:1 რენატუ საჩესი (58), 4:1 რიბერი (72), 5:1 რობენი (78)

„შალკე“ – „შტუტგარტი“ 0:0 (0:0)

„დიუსელდორფი“ – „ჰანოვერი“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ჰენინგსი (56), 2:0 კარამანი (60), 2:1 მიულერი (78)

„ჰერტა“ – „ლევერკუზენი“ 1:5 (1:2)

გოლები: 0:1 ჰავერცი (28), 1:1 ლაზარო (34), 1:2 ალარიო (38), 1:3 ბრანდტი (54), 1:4 ალარიო (72), 1:5 ალარიო (88)

„ფრაიბურგი“ – „ნიურნბერგი“ 5:1 (2:0)

გოლები: 1:0 ტერაცინო (7), 2:0 ვალდშმიდტი (34), 3:0 პეტერსენი (53), 4:0 პეტერსენი (56), 5:0 გრიფო (61), 5:1 ლოუენი (69)

„ვოლფსბურგი“ – „აუგსბურგი“ 8:1 (3:0)

გოლები: 1:0 ვერგოსტი (21), 2:0 ვერგოსტი (37), 3:0 კნოხე (41)), 4:0 ვერგოსტი (55), 5:0 გინჩეკი (57), 6:0 რებეჩაი (60), 6:1 შიბერი (82), 7:1 ბრეკალო (85), 8:1 დანსო (89, ა.გ)

„ვერდერი“ – „ლაიფციგი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 რაშიცა (35, პენ), 1:1 მუკილე (86), 2:1 პიზარო (88)

თეგებიბუნდესლიგა
0.346898