კოპა ამერიკა პაულო დიბალას გარეშე ჩაივლის. TNTSports-ის ცნობით, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი „იუვენტუსის“ თავდამსხმელს არ გამოიძახებს.
მოტივი დიბალას მიერ ნაჩვენები თამაშია მიმდინარე სეზონში. საგულისხმოა, რომ პაულომ 40 მატჩში მხოლოდ 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა 14 ივნისს დაიწყება. არგენტინის ნაკრები კი ქვეჯგუფში კოლუმბიას, პარაგვაისა და ყატარს დაუპირისპირდება.