ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ივნისში გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ „ფურია როხას“ რიგებში გამოიძახეს სანტი კასორლა, რომელიც ბოლოს ესპანეთის ნაკრებში 2015 წელს იყო მიწვეული.
მეკარეები: დავიდ დე ხეა (მანჩესტერი, ინგლისი), კეპა არიზაბალაგა (ჩელსი, ინგლისი), პაუ ლოპესი (ბეტისი)
მცველები: სერხიო რამოსი (რეალი), დანი კარვახალი (რეალი), ინიგო მარტინესი (ბილბაო), ხოსე გაია (ვალენსია), ჟორდი ალბა (ბარსელონა), სერხი რობერტო (ბარსელონა), მიკელ ლორენტე (სოსიედადი), მარიო ჰერმოსო (ესპანიოლი)
ნახევარმცველები: ხესუს ნავასი (სევილია), სანტი კასორლა (ვილიარეალი), დანი პარეხო (ვალენსია), როდრი (ატლეტიკო), სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), ფაბიან რუისი (ნაპოლი, იტალია), მიკელ ოიარზაბალი (სოსიედადი)
თავდამსხმელები: როდრიგო (ვალენსია), იაგო ასპასი (სელტა), ალვარო მორატა (ატლეტიკო), მარკო ასენსიო (რეალი), ისკო (რეალი)
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები 7 ივნისს, ფარერებს ესტუმრება, ხოლო სამი დღის შემდეგ მადრიდში შვედეთს უმასპინძლებს.