ფეხბურთი

18:54 | 17.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასმა კარიერის დასრულება უარყო

პორტუგალიური „პორტუს“ ლეგენდარულმა მეკარემ იკერ კასილიასმა გავრცელებული ცნობა, თითქოს კარიერა დაასრულა, უარყო. გამოცემა O Jogo იტყობინებოდა, რომ ესპანელმა ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, იკერი აღნიშნულ ინფორმაციას თავად გამოეხმაურა.

„დადგება დღე, როდესაც კარიერას დავასრულებ. როცა ამის დრო მოვა, გამოვაცხადებ, მაგრამ ჯერ არ მოსულა. ახლა მინდა დავმშვიდდეთ. დოქტორ ფილიპე მაჩედოსთან კონტროლი გავიარე და ყველაფერი კარგადაა. ვიცი, რომ ეს არის ამბავი, რომელიც უნდა გაგიზიაროთ“, - დაწერა იკერმა.

შეგახსენებთ, რომ კასილიასმა ცოტა ხნის წინ გულის შეტევა გადაიტანა და მისი საფეხბურთო კარიერაც კითხვის ნიშნის ქვეშ ამიტომ დადგა. მიმდინარე სეზონში 37 წლის ესპანელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 42 თამაში ჩაატარა.

0.122823