ფეხბურთი

18:30 | 17.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "იუვენტუსში" არ მივდივარ, რამდენჯერ უნდა გითხრათ?!"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გუნდის დატოვებას არ აპირებს. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ყველაფერი ჭორებია და „იუვენტუსში“ სამუშაოდ არ მიდის.

„რამდენჯერ უნდა ვთქვა?! „იუვენტუსში“ არ მივდივარ, იტალიაში არ მივდივარ. აქ ბედნიერი ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ. მომდევნო სეზონშიც „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელი ვიქნები, ეს უკვე ბევრჯერ ვთქვი. ორწლიანი კონტრაქტი მაქვს და თუ ხელმძღვანელობა არ მოისურვებს შეწყვეტას, მე დარჩენა მინდა“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახენებთ, რომ პეპ გვარდიოლას ტურინის „იუვენტუსს“ ბოლო პერიოდში უკავშირებენ და მას შემდეგ, რაც დღეს ტურინელებმა მასიმილიანო ალეგრის დათხოვნა გააოფიციალურეს, ესპანელის საკითხი კიდევ უფრო წინა პლანზე წამოიწია.

0.116279