დორტმუნდის „ბორუსიის“ ჭაბუკი ინგლისელი ნახევარმცველი, ჯეიდონ სანჩო, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „მანჩესტერ იუნაიტედში“ არ გადავა. მიზეზი? კლუბის ჩემპიონთა ლიგაში ვერმოხვედრაა - წერს The Independent.
19 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს აგრეთვე „ბარსელონა,“ მადრიდის „რეალი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ იჩენენ.
„ბორუსია“ თავის მხრივ, სანჩოს 100 მილიონზე იაფად გაშვებას არ აპირებს.
ჯეიდონი „დორტმუნდში“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა „მანჩესტერ სიტიდან.“ მიმდინარე სეზონში მან ბუნდესლიგის 33 მატჩში 11 ბურთი გაიტანა და 14 საგოლე პასით გამოირჩა.