ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა წარმატებული სტარტი აიღო თურქულ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია.
მეტრეველმა სასტარტო რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – რუს სერგეი პოღოსიანს 6:3, 6:2 სძლია, მერვედფინალში კი, მე-2 ნომრად განთესილ თურქ ერგი კირკინს 6:2, 7:6 (7:4) მოუგო.
წყვილთა ტურნირში მეტრეველმა და ზურა ტყემალაძემ თურქები ჩეკირგე და კარგინი 6:3, 6:2 დაამარცხეს, მეოთხედფინალში კი მე-4 რეიტინგის მქონე ჩეხებს (ჰაიეკი-კრსტევი) გაეჯიბრებიან.